“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მას ფეხები დაუსივდა და გადაადგილების პრობლემა აქვს” | 12.10.2021

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მე-12 დღეა შიმშილობს. მსჯავრდებული პრეზიდენტი დღეს მისმა ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მას ფეხები დაუსივდა და გადაადგილების პრობლემა აქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ადვოკატმა ციხიდან დღეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მიმართვა გამოიტანა. ის მხარდამჭერებს ხმების დაცვისკენ და 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ყოფილი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ის საპატიმროს არჩევნების მეორე ტურამდე დატოვებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები