შიმშილობის მე-11 დღე და მიხელ სააკაშვილი ციხეში დედამ და შვილებმა მოინახულეს | 11.10.2021

შიმშილობის მე-11 დღეს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება ოჯახის წევრებს მიეცათ. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა და შვილები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც ციხიდან გამოსვლის შედმეგ გიული ალასანიამ თქვა,  მისი შვილი  საკმაოდ დასუსტებულია, მას წონაში აქვს დაკლებული, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ექიმების ჩარევაზეც უარს აცხადებს.

სააკაშვილის პირადი ექიმი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში ციხის სამედიცინო პუნქტი შესაბამისად აღჭურვილი არ არის. თავად მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებლებაში გადასვლას არც განიხილავს.

“ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ” – ასეთია მესამე პრეზიდენტის პოზიცია. მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან დღეს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გამოიტანა. წერილში სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ ახლა მთელი ყურადღება არჩევნებს უნდა დაეთმოს და ის ყველაფერს იზავს, რომ მეორე ტურამდე ცოცხალმა მიაღწიოს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა მესამე პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს მის დაუკითხავად ავრცელებს. სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ იმ შემთვევაში თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება მსჯავრდებულის სასიცოცხლო მონაცემებს ისევ გამოაქვეყნებს, სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მხრიდან შემოწმებაზე უარს იტყვის.

მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ყოფილმა პრეზდენტმა საკუთარ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა და საზოგაოდებას ამცნო რომ საქართველოში იმყოფებოდა. როგორც გაირკვა სააკაშვილი ქვეყანაში 4 დღის ჩამოსული იყო, გადაადგილდებოდა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ისე, რომ ქვეყნის სამართალდამცავმა უწყებებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მეტიც ამტკიცებდნენ, რომ ძებნილ პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია. თუმცა დღის ბოლოს პრემიერმა ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი მართლაც საქართველოში იმყოფებოდა და ის  თბილისში  დაკავეეს.