როდესაც ადამიანი შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს – ღარიბაშვილი სააკაშვილზე | 11.10.2021

“როდესაც ადამიანი შიმშილობს ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს” – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან. პრემიერი აცხადებს, რომ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ცდილობენ და ამიტმ აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის გადაწყეტილება ვანო მერაბიშვილმა მიაღებინა. ხოლო ყველაზე მეტად მისი დაჭერა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას გაეხარდა. პრემიერი ექსპრეზიდენტს ურჩევს, შეეგუოს იმ ფაქტს რომ ციხეში ყოფნა 6 წელი მოუწევს. ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასაც გამორიცხავს.