ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა – გლოვის დღე საქართველოში | 11.10.2021

საქართველოში დღეს გლოვის დღეა.  ბათუმში ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეებს შემთხვევის ადგილას ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, მთავრობისა და პრეზიდენტის, პარლამენტის, თავდაცვისა  და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დროშები ღამის 00:00 საათიდან დაუშვეს.

ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს მოხდა. ბათუმის ცენტრი მოულოდნელად მტვერში მოექცა.  ადგილობრივებმა ნგრევის ხმა დაახლოებით 12:00 საათზე  გაიგეს. 7 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ნანგრევებად იქცა.  ისმოდა ნანგრევებში  მოყოლილი ადამიანების ხმაც, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ.

9 გარდაცვლილი  და 2  გადარჩენილი სიცოცხლე – ასეთია 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში, სახლის ნგრევის  ტრაგიკული ისტორია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები