თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ექსპრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს | 11.10.2021

სერბეთის სახელით მოასპარეზე მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს და მის გათავისუფლებას ითხოვს. დათუნაშვილმა, გუშინ, მსოფლიო ჩემპიონტაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ჩემპიონობიდან რამდენიმე საათში კი Facebook სთორი დადო. ფოტოზე, ისევე როგორც მის მაისურზე, წერია- “თავისუფლება მიშას”.

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მას შემდეგ ასპარეზობს, რაც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 2019 წლის იანვარში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. გეგეშიძე დააკავეს, თუმცა მალევე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ზურაბ დათუნაშვილი დაპირისპირების მიზეზად ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ კორუფციას ასახელებდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები