ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს | 11.10.2021

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის და მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მუშა ბრალდებას უარყოფს.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების მიმართ პატიმრობას ითხოვდნენ.  პროკურორის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევამდე მუშებმა რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს, რომ კედლები მოძრაობდა, გამაგრება სცადეს, შემდეგ კი ადგილი დატოვეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ადვოკატები და  გასაჩივრებისთვის ემზადებიან. უფლებადამცველები საყრდენი კედლის მოხსნას უარყოფენ. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რითაც დადგინდება, რომ ნგრევა ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. დაკავებული მუშების უფლებადამცველი კი ამბობს, რომ დასაქმებულები დამკვეთის მოთხოვნას ასრულებდნენ.

ჩამონგრეული სადარბაზოს ერთ-ერთი   ბინის მეპატრონეს და  მის მიერ დაქირავებულ ორი მუშას, მამა-შვილს, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს პროკურატურამ ბრაკდება გუშინ წარუდგინა.  დაკავებულებს ბრალად ედებათ სამშენებლო წესების დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.   ბრალდებულებს  2-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები