ბათუმში, ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა | 11.10.2021

ბათუმში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. პალატაში, სადაც 4 ბავშვი იმყოფებოდა, არავინ დაშავებულა. მომხდარს მშობლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და პოლიცია გამოიძახეს. საავადმყოფოში უკვე იმყოფებოდნენ მერიის სამსახურებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.  აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ადასტურებს, რომ ჭერის ნაწილის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და გამომწვევი მიზეზებიც მალე დადგინდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები