ვაქცინაციის ტემპის კლების ფონზე, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება | 08.10.2021

ვაქცინაციის ტემპის კლების ფონზე, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვიტარება უარესდება. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში უკვე  9 192 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 840 ტესტიდან ვირუსით ინფიცირების 2661 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე მეტი 803 ინფიცირებული დედაქალაქში გამოვლინდა. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა ბავშვებში. მედიკოსები  ოქტომბრის ბოლოს COVID-19-სა და გრიპის – “ტვინდემიას” პროგნოზირებენ, რაც მათი თქმით აჩენს რისკს, რომ მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.