ხმაური ზუგდიდში – „ოცნებამ“ ოპოზიციის გამარჯვებული კანდიდატი მოულოდნელად დამარცხებულად გამოაცხადა | 08.10.2021

ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ” ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა, “ქართულმა ოცნებამ”, მოულოდნელად  ხმების გადათვლის შემდეგ, დამარცხებულად გამოაცხადა. ადგილზე “ნაციონალური  მოძრაობის” წარმოამდგენლები და დროას ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფებოდა. შენობაში მობილიზებული იყო პოლიცია. ოპოზიცია საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მირანდა მესხმა ფარულად დალუქული ბიულეტენები გახსნა და ხალხს არჩევანის უფლება მოპარა.

დღეს ზუგდიდში ჩავიდა ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი.  ნიკა მელიას თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში “ქართული ოცნება” დაამარცხა, თუმცა მიუხედავად ამისა მმართველმა გუნდმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა და ღამით, მოულოდნელად  გადათვლილი უბნის საფუძველზე, ოპოზიცია დამარცხებულად გამოაცხადა.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკოში აცხადებენ, რომ განცხადებები თითქოს ბათილი ბიულეტენების გახსნა და ხელახლა დალუქვა მოხდა უსაფუძვლოა. ცესკოს პრესსპიკერი ირწმუნება, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების გადათვლა გამჭვირვალედ მოხდა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლა გუშინ გვიან ღამით მოხდა. შედეგად, ოლქში არჩევნების შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი, სოსო გოგოხია გახდა. მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა, ენმ-ს – 1, “გახარია – საქართველოსთვის” კი 1 ხმა. აქამდე აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში ენმ-ს კანდიდატი იგებდა. საჩივრის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები  გახსნილი იყო,  ლუქი კი ახსნილი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები