რას პასუხობენ ოპოზიციასა და „ოცნებაში“ გახარიას სამმხრივი მოლაპარაკების შეთავაზებაზე | 07.10.2021

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საკრებულოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით როგორც მმართველი გუნდი, ისე “ნაციონალური მოძრაობა”, მათთან შეთანხმებას “ფარულად ცდილობენ” და სთხოვენ, კონკრეტულ კანდიდატურებს მხარი დაუჭირონ. მისი თქმით, “ოცნება” მათი პარტიის წარმომადგენლების გადასაბირებლად სხვადასხვა “ბინძურ მეთოდებსაც” მიმართავს. აღნიშნა, რომ თუ სამმხრივ ფორმატში მხარეები შეთანხმდებიან, პარტია “საქართველოსთვის” შერჩეულ კანდიდატებს მხარს უპირობოდ დაუჭერს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალთა ბალანსის პრინციპით იმოქმედებენ.

“პოლიტიკურ დიალოგსა და შეთანხმებას გამოვრიცხავთ როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ  “ნაციონალურ მოძრაობასთან” – ასეთია “ქართული ოცნების” პასუხი, ყოფილი პრემიერის შეთავაზებაზე. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, ყრომ ყოფილი პრემიერის განცხადება, მისი გუნდის წევრების გადაბირების შესახებ, ტყუილია,  თავად  გახარიას კი გუნდის მოღალატეა.

ექსპრემიერ გახარიას ინიციატივას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ პარტიებშიც. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობებ,  რომ ისინი მზად არიან ჩაერთონ ნებისმიერ ღია დისკუსიაში, თუმცა მიაჩნიათ, რომ გახარია სწორ მხარეს უნდა დადგეს და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. პარტია  „ლელომ“ კი  ყოფილი პრემიერის განცხადება დაიწყუნა.  ამბობენ, რომ მათთვის გახარიას მესიჯი გაუგებარია და ერთადერთი ძალა, რომელთანაც თანამშრომლობა უნდა მოხდეს მხოლოდ „ლელოა“.