ნაცმოძრაობა ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს. გადაწყვეტილება პოლტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს | 07.10.2021

“ნაციონალურმა მოძრაობა” ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს. გადაწყვეტილება 3 საათიანი დისკუსიის შედეგად, პოლტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქცია,  რამდენიმე დღეში თბილისში გაიმართება, თუმცა აქციის ზუსტ თარიღს პარტიაში ჯერ  არ ასახელებენ. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს არჩევნების   მეორე ტურებისთვის  პარტიის სტრატეგიაც.