ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს – ჯინ შაჰინი | 06.10.2021

“საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო” – ასე ეხმაურება  სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ამერიკელი კანონმდებელი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს. სენატორი გარკვევით ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, ეს ამერიკა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდად აისახება.

მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება და მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის,” – განაცხადა ჯინ შაჰინიმ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები