გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა კოალიციური იქნება – ნიკა მელია | 06.10.2021

“გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა კოალიციური იქნება და უახლოეს დღეებში დაასახელებს ჩრდილოვან კაბინეტს” –  განცხადება ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა. “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე  ყველა პოლიტიკურ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ რამხელა მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში. ვისთან აქვს მოლაპარაკებები მელიას, ამ ეტაპზე  უცნობია. თუმცა, “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ეს ნამდვილად სწორი ინიციატივაა და კოალიტიურ მთავრობას მიესალმებიან. ისინი თავიანთ ამომრჩეველს მოუწოდებენ, რომ მეორე ტურში ხმა სწორედ ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი. “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლში” კი ამბობენ, რომ ნიკა მელიას ინიციატივას ამ  ეტაპზე არ განიხილავენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები