კრემლი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს „აბსურდის თეატრს“ უწოდებს | 05.10.2021

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავებაზე, პირველი კომენტარი გაკეთდა მოსკვოშიც. კრემლი  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს „აბსურდის თეატრს“ უწოდებს. კომენტარი მედიასთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას  თუ რა დამოკიდებულება აქვს კრემლს სააკაშვილის განცხადებისადმი,  რომ ის „პუტინის პირადი ტუსაღია“ რუსეთის  პრეზიდენტის პრესმდივამა უკომენტაროდ დატოვა და ყველაფერს აბსურდის თეატრი უწოდა.