სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეუფარდეს | 05.10.2021

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით მათ უზრუნველყვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურა ვერ ადასტურებს, დაკავებულების მხრიდან სამართლებრივი ორგანოების მიმართ ხელისშეშლა რაში გამოიხატა. ბრალდებილები დუმილის უფლებას იყენებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები