პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა | 05.10.2021

79 მომხრე, 0 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს კენჭი საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე ეყარა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მანდატის გაუქმების მოთხოვნით თავად მიმართა. ამის მიზეზად ნიკა მელიამ შარლ მიშელის დოკუმენტიდან “ქართული ოცნების” გასვლა დაასახელა. ოპოზიციონერი დეპუტატები თვლიან, რომ ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერება პოლიტიკური გადააწყვეტილებაა და ამის მაგალითად მათ, რამდენიმე თვის წინ 50-ზე მეტი დეპუტატის მიმართვა მოჰყვათ, რომელიც ოცნებამ მაშინ არ დააკმაყოფილა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, ახლა სხვა ვითარებაა და ნიკა მელიას მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს ვერ ხედავენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები