თავისუფლება მიშას – აქცია რუსთავის ციხესთან | 04.10.2021

„თავისუფლება მიშას“ – რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და რიგითი მოქალეები, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 15:00 საათზე შეიკრიბნენ. პოლიტიკოსების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა. ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს  უნდა მიეცეს უფლება პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს. ოპოზიციის თქმით, რომ ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მაინც მოუწევს, ვინაიდან წნეხი მმართველ პარტიაზე ნელ-ნელა გაიზრდება და მათ სხვა გზა უბრალოდ  აღარ დარჩებათ.

აქციის შეუერთდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები რეგიონებიდანაც. მონაწილეებს შორის იყვნენ სამშორბლოში დაბრუნებული ემიგრანტებიც რომლებიც საქართველოში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ჩამოვიდნენ. შეკრებილების თქმით, მათი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა, ვინაიდან ის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და მასზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

რუსთავის ციხესთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა. აქცია მშვიდობიანად დასრულდა, მონაწილეები საპროტესტო აქციებს მომდევნო დღეებშიც აანონსებენ.