სად ჩატარდება არჩევნების მეორე ტურები | 04.10.2021

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის არჩევნები პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიგო. გამარჯვებული არ გამოვლენილა არც 15 თვითმმართველ თემში და არაერთ მაჟორიტარულ ოლქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ მეორე ტურებია. მეორე ტურებში კი ერთმანეს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანიდადატები დაუპირსპიტრდებიან.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური მოსალოდნელია, თბილისში, კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის. ბათუმში, არჩილ ჩიქოვანისა  და გიორგი კირთაძეს შორის. ქუთაისში – იოსებ ხახალეიშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის. რუსთავში, ნინო ლაცაბიძესა და დავით კირკიტაძეს შორის, ფოთში, ბექა ვაჭარაძესა და  გიგი უგულავას შორის. ზუგდიდში ანზორ მელიასა და მამუკა წოწერიას შორის.

მეორე ტურია მოსალოდნელი 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურშიც.

თითქმის უკვე სრულად არის გარკვეული, როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები – თბილისში.  50 ადგილიდან 28 დეპუტატი მმართველ პარტიას ეყოლება – 9 მაჟორიტარი და 19 პროპორციული სიით შეყვანილი; 13 მანდატი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას”, 4 დეპუტატი ეყოლება გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”, 2 მანდატი ერგო “ლელოს”, თითო-თითო დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი “გირჩი – მეტი თავისუფლება”- და ანა დოლიძის პარტიები.

საერთო ჯამში, პროპორციული წესით მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის 46%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო; თითქმის 31% აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”; გახარიას პარტიას ამომრჩევლის, დაახლოებით, 8 პროცენტმა მისცა ხმა, “ლელო” – 2,7 % და “ევროპული საქართველო” – 1,6 %.  როგორც მერის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს – ამ შემთხვევაში, 30 ოქტომბერს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები