ფულის დარიგება, დაშინება, მოსყიდვა – ენმ ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე | 02.10.2021

ფულის დარიგება, დაშინება და მოსყიდვა – ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი საუბრობს. ანი წითლიძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე მასობრივად ხდება საარჩევნო ბიულეტენების გაფუჭება და „ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად არიან დარეგისტრირებული, უბნიდან 100 – მეტრიანი რადიუსის შიგნით  აგიტაციას ახორციელებენ.  მისივე თქმით, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.

ზუგდიდში საარჩევნო უბნებთან მდგარ  მანქანებში ამოწმებენ საარჩევნო სიებსაც.  მანქანაში მყოფი პირების განმარტებით, ისინი ამ სიებით არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობას ამოწმებენ. მასალას ადგილობრივი ტელევიზია “ოდიში ტვ” აქვეყნებს.