იმედი მაქვს, ეს იქნება დღე, როდესაც დემოკრატია იმუშავებს ყველა მოქალაქის ინტერესისთვის – ჰარცელი | 02.10.2021

საბურთალოს ოლქის მე-14 უბანზე, საარჩევნო პროცესს აკვირდება  საქართველოში ევროკავშირის ელჩი.  კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ დღეს ამომრჩევლები ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლებენ. ელჩმა მოუწოდა ხალხს, დაიცვან საარჩევნო უბნებზე კოვიდრეგულაციები.