დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა – შსს | 02.10.2021

დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა – განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის თქმით,  დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, 1958 წელს დაბადებული პირი. როგორც მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები