ის, რაც დღეს სუს-მა ჩაიდინა, ამაზე პასუხს აგებს ყველა – ნიკა გვარამია | 30.09.2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში,  უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცი მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ განუცხადა. მისივე თქმით, გვარამიას გარდა, შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე შესაძლოა სხვა ჟურნალისტიც ყოფილიყო. თუმცა, არ აკონკრეტებს რომელ ჟურნალისტზეა საუბარი და ხომ არ იგულისმხება მასში გიორგი გაბუნია.

მას შემდეგ, რაც დღევანდელი დაკითხვის დეტალებზე სუს-მა კომენტარი თავადვე გააკეთა, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, საგანგტებო ბრიფინგი გამართა და  იმ გამოძიებაზე ღიად ისაუბრა, რომელიც სუს-ის ანტიტერორისტულ სამსახურში მიმდინარეობს. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მისთვის გამაოგნებელი იყო, რომ სუს-ის წარმომადგენელმა საჯაროდ ისაუბრა შეკვეთილ მკვლელობაზე და ადამიანებს, რომლებსაც უწყებისვე მტკიცებით “დავალება უნდა შეესრულებინათ”, პირდაპირ უთხრა, რომ ისინი იდენტიფიცირებული ჰყავს.