პოლიტიკურად მოტივირებული საქმე თუ სამართლებრივი დავა – რატომ უჩივის თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს | 30.09.2021

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს ახალ სარჩელს კრიტიკული მედიის მენეჯერები თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აღიქვამენ.  ამბობენ, რომ  ხელისუფლებას სურს, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ხელი შეუშალოს, რისი დასტურიც, სწორედ ფორმულას დამფინანსებლის წინააღმდეგ საქმის წარმოებაა. მედიამენეჯერების თქმით,  საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების აღსრულებასთან და მიზანი- კრიტიკული ტელევიზიის დაყადაღებაა.

იმაზე, რომ  “ქართული ოცნება”  დამოუკიდებელ მედიას ებრძვის, უკვე დიდი ხანია საუბრობენ  არასამთავრობო სექტორში. ამბობენ, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ  ახალი სარჩელი, ამის ნათელი დადასტურებაა. განცხადებას ამ თემაზე დღეს, სახალხო დამცველმაც გააკეთა. ის აპირებს, რომ  საქმე თავიდან ბოლომდე შეისწავლოს.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია “ფორმულას” მეწილეს, დავით კეზერაშვილს სასამართლოში უჩივის. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას იმ საქმეზე მოითხოვს, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები