„მტკვარს უნდა მიენიჭოს სატრანსპორტო არტერიის ფუნქცია“ – “ლეიბორისტების” მერობის კანდიდატის ინიციატივა | 29.09.2021

„მტკვარს უნდა მიენიჭოს სატრანსპორტო არტერიის ფუნქცია“ – ინიციატივა “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატს, მიხეილ ქუმსიშვილს ეკუთვნის.  მისი თქმით, წყლის ტრანსპორტის განვითარება აუცილებელია და თბილისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მსგავსად, ამის პოტენციალი აქვს. ტრანსპორტი მგზავრებს ზაჰესიდან ორთაჭალის მიმართულებით მოემსახურება. ქუმსიშვილის განმარტებით, წყლის ტრანსპორტი ხელს შეუწყობს ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას და გაზრდის ტურისტულ პოტენციალსაც.