4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება | 28.09.2021

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, გაიხსნება საბავშვო ბაღებიც – გადაწყვეტილება საკოორდიანციო საბჭომ დღეს მიიღო. როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, სკოლებში  ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სტუდენტებს კი  შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ ონლაინ ფორმატით გააგრძელებენ სწავლას თუ აუდიტორიებში.

ვაქცინების ვადებთან დაკავშირებით დღეს  განმარტებები გააკეთა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ვადასთან დაკავშირებული მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან „ფაიზერის“ მარაგის ნაწილს,  ვადა ნოემბრის ბოლომდე ხოლო ნაწილს დეკემბრის ბოლომდე აქვს.  რაც შეეხება მოზრდილებში იმუნიზაციის პროცესს ამირან გამყრელიძის თქმით 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინით აცრის საკითხი აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 185 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 40 ადამიანი. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 19 539-ია. რაც შეეხება ვაქცინირებულთა სტატისტიკას, დღე-ღამეში 11 421 აცრა ჩატარდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები