ძალიან გაბრიყვებულია გახარია, სააკაშვილის მარიონეტი გახდა – ღარიბაშვილი | 28.09.2021

ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიმართ ბრალდებები არ წყდება. მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას პოლიტიკურ კავშირზე კვლავ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ  საქართველოს ექს პრეზიდენტს გახარიას წინააღმდეგ  კომპრომატები აქვს და ამით ექსპრემიერს მართავს.  თუმცა, რა კომპრომატებზეა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია. მთავრობის მეთაურმა  გახარიას დღეს ისევ  მოღალატე უწოდა.