როგორია წინასაარჩევნო გარემო | 28.09.2021

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, წინასაარჩევნო პერიოდში  სუსის ჩართვა, მოსყიდვა, აგიტაცია, საბიუჯეტო რესურსის გამოყენება – ეს ის დარღვევებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს,  შუალედური ანგარიშში მოხვდა.  ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შევიწროება, მთავარი გამოწვევაა. ამ მხრივ გამჭირვალობა საქართველო- ექსპრემიერის  გიორგი გახარიას პარტიას გამოარჩევს.

ორგანიზაციამ  პოლიტიკური ნიშნით შევიწროვების ფაქტი17 პირის შემთხვევაში გამოავლინა.  ანგარიშში მოხვდა რუსთავსა და დმანისში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტებიც. ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას თხოვს. გამჭვირვალობა საქართველომ  კვლევა 1 ივნისიდან – 25 სექტებმრამდე პერიოდში ჩაატარა.