მორიოგი აქცია გალში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფოლების მოთხოვნით | 28.09.2021

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს  ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრას ითხოვენ. ამბობენ, რომ ბებუას გათავისუფლებისთვის მთავრობის გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის და ქართულმა მხარემ  უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს. აქციას შეუერთდა  პარტია “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და ანტისაოკუპაციო ორგანიზაცია, “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა. მათი თქმით ირაკლი ბებუას ტყვეობიდან  გათავისუფლებისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გასულ წელს,  გალის რაიონში ე.წ აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები