პრემიერთან დაახლოებულმა კომპანიებიამ სახელმწიფოსგან 120 მლნ მიიღო – “ევროპული საქართველო” | 27.09.2021

პრემიერთან დაახლოებულმა კომპანიებიამ სახელმწიფოსგან 120 მლნ მიიღო – ინფორმაციას, “ევროპული საქართველოს” ავრცელებს. როგორც დღეს გმართულ ბრიფინგზე გიორგი ნონიაშვილმა თქვა, სახელწიფო ბიუჯეტი მოქალაქეების ნაცვლად ჩინოვნიკების კეთილდღეობას ხმარდება. ნონიაშვილმა კონკრეტულ მაგალითზეც ისაუბრა, საიდანაც ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული კომპანია წლიდან წლამდე ტენდერებს იგებს, გამარტივებულ შესყიდვებში კი 6 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული.

ნონიაშვილმა ღარიბაშვილის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ Freedom House-ის შეფასებით საქართველო, კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა და  ქვეყანას ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.