იმუნიზაციის შემცირებული ტემპის გამო, ეპიდემიოლოგები მძიმე მეხუთე ტალღის მოლოდინში არიან | 27.09.2021

ქვეყანაში  იმუნიზაციის   შემცირებული ტემპის გამო,  ეპიდემიოლოგები მძიმე მეხუთე ტალღის მოლოდინში არიან. მათი შეფასებით, თუ  მოსახლეობას აცრას არ გაიკეთებს, შედეგები მძიმე იქნება.  სულ  ჩატარებულია  მილიონ შვიდასი ათასზე მეტი აცრა, დღიურად 6 617 ადამიანი იცრება.

რაც  შეეხება კორონა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში 663 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი შემთხვევა   კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.  ამ ეტაპზე მძიმედ 1 074 პაციენტია,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 288 მოქალაქე იმყოფება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები