ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთულია.ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა | 24.09.2021

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთულია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი  და ჯამში ვირუსს უკვე 8749 პაციენტი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე კორონავირუსის აქტიური შემთხვევათა რაოდენობა 603 763-ია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 306 პირი იმყოფება. ისევ რთული ვითარებაა ბავშვთა კოვიდმიმღებ კლინიკებში. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის რეანიმაციაში ამ დროისთვის 21 პაციენტი წევს, მათ შორის 3 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით ერთ-ერთი ჩვილი უკვე 3 კვირაზე მეტია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.