“ეს არის კალაძის პარალელური თბილისი, თბილისი გადააქციეს ბეტონის ქალაქად” – “ლელო” დიდ დიღომში | 24.09.2021

დემეტრე თავდადებულის 14ა-ში მცხოვრები მოსახლეობა  სარეკრეაციო სივრცეში სტადიონის აშენებას აპროტესტებს. ადგილობრივებს დღეს პარტია “ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვატო სურგულაძე შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობის თქმით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  სარეკრეაციო სივრცეში  უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ააშენოს, თუმცა როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზე იქნება გათვლილი. “ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში მსგავსი გადაწყვეტილებები ხალხთან იქნება შეთანხმებული.