“ქართული ოცნება” facebook ტროლებისა და ბოტების წინააღმდეგ | 22.09.2021

“ქართული ოცნება” facebook ტროლებისა და ბოტების წინააღმდეგ. როგორც დღეს, მმარრთველი პარტიის ოფისში გაამრთულ ბრიფინგზე,  პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპაუაშვილმა თქვა, სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ აღმოჩენილია 1 200-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში. პაპუაშვილი ამბობს, რომ ხშირია ხელისუფლების წარმომადგენლთა პოსტებზე ტროლების, ბოტების მობილიზება, რომელთა უკანაც მისი თქმით, ოპოზიცია დგას. ოპოზიციაზე საუბრისას პაპუაშვილმა  “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” კონკრეტული წევრები დაასახელა. პაპუაშვილის განცხადებით,  პარტიის წარმომადგენლების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზანი – ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებაა. მისივე  განმარტებით, მიმდინარეობს ეკლესიის, პატრიარქის დისკრედიტაცია და კორონავირუსის თემით მანიპულირება. პაპუაშვილის ბრალდებებს უპასუხა, ევროპული საქართველოს  პრეს სპიკერმა-თორნიკე დიასამიძემ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები