“უიმედობის, სკეპტიციზმის დანერგვა, ანტიდასავლური გზავნილები” – მედიის განვითარების ფონდის ანგარიში | 22.09.2021

უიმედობის და სკეპტიციზმის დანერგვა, შიშების დათესვა, ანტიდასავლური გზავნილების მზარდი ტენდენცია და რუსეთის მიმართ გაზრდილი ნოსტალგიური განწყობები – მედიის განვითარების ფონდმა 2020 წლის ანგარიშის „ანტიდასავლური პროპაგანდა“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის მიხედვით, ანტიდასავლური პროპაგანდა კვლავ კრემლიდან იმართება და განსაკუთრებით გააქტიურდა წინასაარჩევნო პერიოდში. ანტიდასავლური გზავნილების გავრცელების კუთხით ლიდერობს პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ და მასთან დაკავშირებული  მედია. გზავნილების ყველაზე მაღალი წილი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგაა მიმართული, რასაც მოსდევს ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ გზავნილები. გარდა ამისა, იკვეთება საერთაშორისო ორგანიზაციების, NDI-სა და IRI-ის  წინააღმდეგ, შავი პიარის მიმართულებით მუშაობა.

კვლევის პროცესში დაკვირვება, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე სხვადასხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები