“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ” – ნიკა მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა | 22.09.2021

“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ” – ამ განცხადებით დატოვა გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები პირველივე წუთებზე. ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მხოლოდ მისასალმებელი სიტყვა თქვა და სტუდიიდან გავიდა. თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მოძალადე და კორუმპირებულ კახა კალაძესთან ერთად დებატებში მონაწილეობას არ აპირებს.

კახა კალაძეს “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატის კრიტიკის მოსმენაც მოუწია. მიხეილ ქუმსიშვილმა თბილისის მერს უფასო სასადილოს საკვები მიუტანა და ჰკითხა ოდესმე უჭამია თუ არა ის ულუფა, რითიც წლების განმავლობაში ათასობით მოქალაქეს კვებავენ. ქუმსიშვილის მიერ მიტანილ ქილას კალაძემ თითი ჰკრა და ტრიბუნიდან გადააგდო, თავად “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი კი სიცრუეში დაადანაშაულა.

“პირველი არხის” ეთრში გამართული დებატებისას კანდიდატებმა ერთმანეთს შეკითხვებიც დაუსვეს. მათ შორის იყო გიორგი გახარია, რომელმაც კითხვით კახა კალაძეს მიმართა. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა ყოფილ თანაგუნდელს პირდაპირ ჰკითხა იზიარებს, თუ არა ის “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით რომ ნარკოდამოკიდებულია. კალაძემ გუშინ იცრუა და თქვა, რომ გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.

საზოგადოებრივი მაუყებლის პირდაპირ ეთერში გამართულ დებატებში თბილისის მერობის 16 კანდიდატი მონაწილეობდა. დებატების ფორმატიდან გამომდინარე  კანდიდატებს თანაბარი პირობები ჰქონდათ იმისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის საკუთარი ხედვა და პროგრამა გაეცნოთ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები