გაეროს გენეარალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი, თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა | 22.09.2021

გაეროს გენეარალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი, თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეგ თაიფ ერდოღანმა, საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ღარიბაშვილი  შეხვდა, ქუვეითის პრემიერ-მინისტრს. მათ თბილისში ქუვეითის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე,  საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ავსტრიის კანცლერსაც. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო  პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რა დროსაც პრემინერ-მინისტრმა  საქართველოს  ევროკავშირში გაწევრიენების მნიშვნელობაზე  ისაუბრა. ნიუორკში  გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე  სესია მიმდინარეობს.  დებატების ძირითადი თემა, კორონა ვირუსისგან თავის დაღწევა, მდგრდადი ეკონომიკის აღდგენა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების არსის გამოცხადებაა. პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა და განთლების მინისტრებთან ერთად იმყოფება.  საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები