ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში | 21.09.2021

ჭყონდიდის ეპარქია ისევ დაპირისპირების ეპიცენტრია.  სალხინოს მამათა მონასტერში მისულ დეკანოზ ტარიელ რუხაძეს, რომელიც ეპარქიის ეკონომისტია, განკვეთილი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. ხმაური დეკანოზის მიერ ბერებისთვის მეუფე სტეფანეს ბრძანების გაცნობამ გამოიწვია, რის მიხედვითაც, ობიექტები უნდა დაილუქოს, შემდეგ კი აღწერა დაიწყოს. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მეუფის წარგზავნილმა პირებმა კელია დატოვეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც. სასულიერო პირები, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა ეკლესიიდან განკვეთა, ბრძანების შესრულებას და კელიების დატოვებას არ აპირებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები