ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში | 21.09.2021

46 გარდაცვლილი, 2 470 ინფიცირებული და 2 243 გამოჯანმრთელებული – ასეთია  ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა. ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში უკვე 8 621 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 23 976 ადამიანია ინფიცირებული. მათ შორის 310 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  რთული ეპიდვითარების ფონზე კი ქვეყანაში შემცირებულია ვაქცინირებულთა რაოდენობა. გუშინ საქართველოში სულ 15 096 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებული კი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 25,2%-ია. კოვიდვითარების დასტაბილურებისთვის ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ აცრისკენ და  რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები