გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის რაიონულ ოლქში, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა | 20.09.2021

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის რაიონულ ოლქში,   საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. პარტია “დროას” ერთ-ერთ ლიდერს,  ბათუ ქუთელიას მხარდაჭერას, “ევროპული საქართველო”,”ნაციონალური მოძრაობა” და “გირჩი -მეტი თავისუფლება” უცხადებს.

საერთო ოპოზიციის კანდიდატი მოუწოდებს ყველას მივიდეს 2 ოქტომბერს არჩევნებზე და მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი  აზრი. ქუთელია ამომრჩევლებს ახსენებს, რომ 2 ოქტომბერი არა ჩვეულებრივი არჩევნები არამედ რეფერენდუმია.