8-წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა კიევი-თბილისის რეისით თბილისში ჩამოიყვანეს | 17.09.2021

8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ყოფილი მაღალჩინოსანი კიევი თბილისის რეისით დღეს ჩამოიყვანეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.  საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმე იყო წარმოებაში, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“ და თანხის გაფლანგვის საქმეები. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები