„სწორედ მესამე ძალას აქვს რესურსი, მოსახლეობას რეგიონში პრობლემები მოუგვაროს“ – გიორგი ვაშაძე | 17.09.2021

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” საარჩევნო კამპანიას აგრძელებს.  გაერთიანების ლიდერები დღეს კახეთში იმყოფებოდნენ,  სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლაგოდეხის მერობის კანდიდატი წარადგინეს. ლაგოდეხში მერობისთვის მალხაზ ნოზაძე იბრძოლებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, სწორედ მესამე ძალას აქვს რესურსი, მოსახლეობას რეგიონში პრობლემები მოუგვაროს.