„სუს-ი უნდა დაინგრეს!“, „თქვენი სუს-ი არ გავიგო“, „ჩვენც გვისმენენ“ – აქცია ბათუმის სუს-თან | 17.09.2021

„სუს-ი უნდა დაინგრეს!“, „თქვენი სუს-ი არ გავიგო“, „ჩვენც გვისმენენ“ – ამ შინაარსის პლაკატები ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლებმა ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამოიტანეს. მათ ამ ფორმით უკანონო, ფარული მოსმენები გააპროტესტეს.

ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გენრი დოლიძე, სუს-ის შენობასთან ფონენდოსკოპით მივიდა, რომელიც შენობის კედელს მიადო და თქვა, რომ სწორედ ასე უსმენს დღეს აღნიშნული სამსახური თითოეულ მოქალაქეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სუს-ის შენობის წინ საპროტესტო პერფორმანსები გაგრძელდება და პერმანენტულ სახეს მიიღებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები