საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი იკლებს | 16.09.2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი იკლებს. ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 400 ტესტიდან COVID-19-ის  2176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 390-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 26 693 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 354 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რაც შეეხება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ 1 589 024 აცრა ჩატარდა. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანირაც მოზრდილი მოსახლეობის 23,1%-ია.