სუს-ის ჩანაწერების სკანდალი – „ოცნება“ ხელს კვლავ ოპოზიციისკენ და ჟურნალისტებისკენ იშვერს | 16.09.2021

მმართელი პარტია უკანონო მოსმენებს ისევ უარყოფს და პასუხისმგებლობას გაურბის. “ქართული ოცნებას” ისრები ისევ ოპოზიციისკენ გადააქვს და მათ  სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ პროკურატურის მხრიდან დაწყებული გამოძიება ყველა კითხვას ადეკვატურ პასუხს გასცემს.

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ოპონენტებს და  მედიასაშუალებებს პროვოკაციაში ადანაშაულებს, მათ შორის ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი გახარიას. კობახიძე სირცხვილს უწოდებს ექსპრემიერის განცხადებას,  რომ მან ჩანაწერების შესახებ არაფერი იცოდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო კონკრეტულად ამ მიმართულებაზე, გახარიას კადრია.

ოპოზიციაში კი ტოტალურ მოსმენებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბის თვალთვალს და ჩაწერებს სუს-ის გარდა ვერავინ განახორციელებდა. მმართველი გუნდის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავიანთი განცხადებებით ჩანაწერების ავთენტურობა ფაქტობრივად დაადასტურა.

მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები