ლეიბორისტების მერობის კანდიდატის აქცია-პერფორმანსი „ქართული ოცნების“ ოფისთან | 16.09.2021

ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები გააპროტესტეს დღეს “ლეიბორისტული პარტიის” წევრებმა. მერობის კამდიდატმა “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია-პერფომანსი გამართა და  ქართული ოცნების მმართველობის დროს დაზარალებული მედიის წარმომადგენელების ფოტოები გამოფინა. მიხეილ ქუმსიშვილის თქმით,  “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორია დაზარალებული, ხოლო ერთი გარდაცვლილი. ქუმსიშვილი ამბობს, რომ მედიაზე ძალადობა 2 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები