ფარული მასალების შემდეგ “ოცნება” ახლა მოსალოდნელ არეულობას აანონსებს | 15.09.2021

“ქართული ოცნება”  მოსალოდნელ არეულობას აანონსებს და “ნაციონალურ მოძრაობას” მორიგ ბრალდებებს უყენებს. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” პროვოკაციის მოწყობას და სისხლისღვრას  აპირებენ. ირაკლი კობახიძის მტკიცებით ისინი შიდა ჩათებში არეულობის სცენარს განიხილავენ, მათ შორის საუბარია ქილერის აყვანაზე.  საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” და “სირცხვილიას” წევრების საუბრებიდან ციტატებიც მოიყვანა და მოუწოდა მათ არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა.