უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტში სუს-ის უფროსს იბარებს | 15.09.2021

უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსს იბარებს.  ფრაქცია “ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის” საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს და  ხელმოწერების შესაგროვებლად ოპოზიციონერ დეპუტატებთან კონსულტაციებს იწყებს. ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ ფარული მოსმენა-მიყურადების მასშტაბები უპრეცენდენტოა და გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით არსებულ  კითხვებს  გრიგოლ ლილუაშვილმა პასუხები უნდა გასცეს. ხელისუფლების ოპონენტები ლილუაშვილის გადადგომის აუცილებლობაზეც საუბრობენ. “ქართულ ოცნებაში” კი, ლილუაშვილის პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ სუს-ის მოქმედი ხელმძღვანელი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები