ურბანული გენოციდი – ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ | 13.09.2021

ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ დღეს აქცია გამართეს და დედაქალაქის მერია ურბანულ გენოციდში დაადანაშაულეს. ყიფშიძის პირველ ნომერში  25, 19 და 16 სართულიანი კორპუსების მშენებლობა დაწყებულია. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ  არ არის დაცული უსაფრთხოების სტანდარტები, იქმენბა სატრანსპორტო კოლაფსი და მათ მოუწევთ ცხოვრება ჰაერისა და მზის სხივის გარეშე. მოსახლეობა მერიას მშენებლობის შეჩერაბას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომაშტაბიანი აქციებით იმუქრება.  ადგილზე მისული იყო  ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელიც, რომელიც ამბობს, რომ   სამშენებლო ნებართვები კანონდარღვევითაა გაცემული.