66 პირის მიმართ პატიმრობა და 71 მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი – საიას ანგარიში | 10.09.2021

66 პირის  მიმართ    პატიმრობა   და 71 პირის მიმართ   გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი – ამის შესახებ საუბარია  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ახალ ანგარიშში. სიხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის  მომზადებულ  დოკუმენტში  ასევე  საუბარია COVID-19 ის პანდემიისგან გამოწვეულ ხარვეზებზე. იურისტების შეფასებით, პრობლემურია დისტანციურ სხდომებზე მტკიცებულებების გამოკვლევა და პენიტენციური დაწესებულებებიდან პატიმართა დისტანციურ სხდომებზე ჩართვა. ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების  მონიტორინგის  შედეგებს 2020 წლის მარტიდან  – 2021 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები