54 გარდაცვლილი და 2262 ინფიცირებული – ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს | 10.09.2021

54 გარდაცვლილი და 2262 ინფიცირებული – ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს თუმცა ისევ მაღალი რჩება გარდაცვალების ყოველდღიური სტატისტიკა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 225 ტესტიდან თბილისში COVID-19-ის 827 ახალი შემტხვევა გამოვლინდა. ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც ვირუსით 335 ადამიანი დაინფიცირდა. იმერეთის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსი 222 პირს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ 1 433 296 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 19,4%-ია.